მიმდინარე
2024 წლის 25 სექტემბერს იგეგმება საღამო, რომელიც მსოფლიოში ცნობილ ტიტულოვან ქართველ და ფრანგ სპორტსმენებს, ასევეევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე წარმატებულ ქართველ და ვეტერან სპორტსმენებს მიეძღვნება. ღონისძიება გაიმართება გემზე“Le Diamant Bleu” ქართული კულტურისა და გასტრონომიის წარმოჩენით.
2019 წელს კომპანიის სამუშაო ჯგუფმა მოამზადა პროექტი, რომელიც წარმოაჩენს აჭარას, როგორც დიდი კულტურული მემკვიდრეობისმატარებელ კუთხეს და ტურისტულად საინტერესო ლოკაციას. პროექტი წარედგინა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს, რომელმაცდაგეგმილი ღონისძიება პანდემიის გამო გადადო. სავარაუდოდ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, ჩვენი კომპანიის ჩართულობით,საღამოს გამართვას 2024 წელს გეგმავს. სასიხარულოა ისიც, რომ 2021 წლის 3 აგვისტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მტირალასადა კოლხეთის ეროვნულ პარკებს, ასევე კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივიმემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა, რომელიც პირველი და ერთადერთია, როგორც მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობა, ამიტომ UNESCO-სჩართულობას ამ პროექტში არ გამოვრიცხავთ.