ჩატარებული

2019 წლის 3 მაისს, კომპანია „ივენთს ლუქსმა“ ქართული კულტურის პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი პირველი საქველმოქმედო საღამო და გალავახშამი გამართა პარიზში, მდინარე სენაზე, გემზე„Le Diamant Bleu“.

ღონისძიების გენერალური სპონსორი გახლდათ ანანო გელოვანის ხელნაკეთი ქსოვილების სალონი – „Anano’s Handmade”.

საღამოზე მაქსიმალურად იყო წარმოჩენილი საქართველო, როგორც დიდი კულტურული მემკვიდრეობის მატარებელი ქვეყანა და ტურისტულად საინტერესო ლოკაცია. ღონისძიებას ესწრებოდნენ საფრანგეთში საქართველოს საელჩოს და დიასპორის თვალსაჩინო წარმომადგენლები, სტუმრები საფრანგეთიდან, იტალიიდან, ისლანდიიდან და სხვა ქვეყნებიდან, რომლებმაც საქართველოს შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს.

ღონისძიების განსაკუთრებული სტუმარი ლეგენდარული ქართველი მომღერალი ნანი ბრეგვაძე იყო. მონაწილეობდნენ მომღერლები: ეკა მამალაძე, სტეფანე მღებრიშვილი, გერმანული ვოისის გამარჯვებული ნათია თოდუა, მიშა სულუხია, აჩიკო ბერიძე, პაატა ანდრიაძის ბენდი, ზურა მახნიაშვილი და მსახიობი დუტა სხირტლაძე.

კონცერტი მიმდინარეობდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული საქართველოს გაცნობითი ხასიათის ფილმის ჩვენების ფონზე. ახალგაზრდა დიზაინერმა ანანო გელოვანმა ხელნაკეთი ქსოვილებით შექმნილი სამოსი წარმოადგინა, იუველირ-დიზაინერმა მარინა ნაცვლიშვილმა კი თავისი ექსკლუზიური სამკაულების ულამაზესი კოლექცია გამოფინა. კულტურული პროგრამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი კი მსოფლიოშიცნობილი მხატვრის ჰენრი მაჭავარიანი ფოტოგამოფენა გახლდათ.

ღონისძიების ოფიციალური პარტნიორი იყო ფრანგული ბრენდი Gault et Millau – „მსოფლიო კულინარიული გიდი გო’ე’მიო“, კომპანია, რომელიც მსოფლიოს 25-მდე ქვეყანაშია წარმოდგენილი და 2017 წლიდან საქართველოშიც. გო’ე’მიომ თავის სამშობლოში ქართული ვახშმით უმასპინძლა სტუმრებს. ტიტულოვანმა ქართველმა შეფ-მზარეულებმა გურამ ბაღდოშვილმა, ნიკოლოზ მეტრეველმა, ილია ბენაშვილმა, რესტორან ბიოლის შეფ-კონდიტერმა ხათო ბაკურაძემ და რესტორან შუხმანის შეფ-მზარეულმა ლაშა კენჭაძემ ექსკლუზიურად ამ ვახშმისათვის ქართულ გემოებზე შექმნილი კერძები წარმოადგინეს. სუფრას ამშენებდა პრემიუმ კლასის ქართული ღვინო და ნუგბრი.

საღამო კომპანია „ივენთს ლუქსისა“ და საქველმოქმედო ფონდ „გზაჯვარედინის“ ორგანიზებით განხორციელდა. ფონდის მიზანია მზრუნველობა მოკლებულ მოზარდებს დაეხმაროს მომავლის შექმნაში, სწავლასა და პროფესიის შეძენაში. ოჯახის სითბოს მოკლებულებს გაუიოლოს საზოგადოებაში ადაპტაცია, რათა თავი იგრძნონ ამ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად.

მსგავსი ღონისძიებები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოსა და საფრანგეთს შორის კულტურული ურთიერთობის გაღრმავებას.

სტატიები და ვიდეოები

1. კლიპი
2. 1TV
3. Nostal.ge
4. Marshalpress.ge
5. YouTube


ნანი ბრეგვაძე – საქართველოს სახალხო არტისტი

უსაზღვრო ნიჭი, საოცარი სინაზე, დამახასიათებელი არტისტიზმი, ხელოვნებისადმი სიყვარული და, რაც მთავარია, კაცთმოყვარეობა, რომელიც მის თითოეულ სიმღერაში იგრძნობა, დღესაც იპყრობს მილიონობით ადამიანის გულს დასცენის დედოფლად აქცევს მას. ნანი ბრეგვაძის სიმღერებზე არა ერთი თაობა აღიზარდა და ბევრი ადამიანისთვისგახდა შთაგონების წყარო.

1959-1964 წწ – საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრ „რერო“-ს სოლისტი

1964 წ – ორი თვის განმავლობაში პარიზში, მსოფლიო მნიშვნელობის დარბაზში “ოლიმპია“ სრული ანშლაგით მართავდა კონცერტებს

1964 წ – პარიზიდან დაბრუნების შემდეგ გახდა ანსამბლ “ორერას” სოლისტი

1974 წ – მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება

1980 წ – დაიწყო სოლო კარიერა

2001 წ – საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის წინ საზეიმოდ გაიხსნა ნანი ბრეგვაძის სახელობის ვარსკვვლავი

ეკა მამალაძე – მომღერალი

1980-იანი წლებიდან გამოდის როგორც სოლო, ასევე საანსამბლო შესრულებით. იგი მრავალი წელია ქართული სცენის კაშკაშა ვარსკვლავად ითვლება. აღსანიშნავია მისი არაჩვეულებრივი სიმღერების ციკლი თბილისის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით.

1998 წ – ღირსების ორდენი

2000 წ – საქართველოს სახელმწიფო პრემია

სტეფანე მღებრიშვილი – მუსიკოსი, მომღერალი

მომღერლის შესრულების მანერა და ხმის გამორჩეული ტემბრი შეუმჩნეველი არავის დარჩენია და უკვე მრავალი წელიასრულიად საქართველოს მოსახლეობის სიყვარულით სარგებლობს. 1998 წლიდან დღემდე მრავალი სინგლის, ვიდეორგოლისა და ალბომის ავტორია. იგი საქართველოში ერთ-ერთ გემოვნებიან ვარსკვალავად ითვლება.

2010 წ – პირველი ქართველი შემსრულებელი, რომელმაც დაიპყრო MTV Europe

2011 წ – მონაწილეობა მიიღო შოუში MTV Live Georgia

2011 წ – მიწვეულ იქნა ქართულ მიუზიკლში „ქეთო და კოტე“

2013 წ – მეგა შოუ „ვოისი“-ს მწვრთნელი

2014 წ – რადიო ჰოლდინგ ფორტუნას მიერ გამართულ წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონიალზე „ოქროს ტალღა“დასახელდა „წლის მომღერალ კაცად“

2017-2018 წწ – რეიტინგული მეგა შოუ „იქს ფაქტორის“ და პროექტ „ნიჭიერის“ ჟიურის წევრი

ნათია თოდუა – მომღერალი

2017 წლის 17 დეკემბერს გახდა The Voice of Germany 2017-ის გამარჯვებული. გამარჯვების შემდეგ მან კონტრაქტი გააფორმა Universal Music Group-თან.

2017 წლის 29 დეკემბერს იგი დასახელდა როგორც გერმანიის ევროვიზიის ეროვნული კონკურსის, Unser Lied für Lissabon-ის ერთ-ერთი მონაწილე.

ზურა მახნიაშვილი – პროდიუსერი, კომპოზიტორი, ხმის რეჟისორი და საქსაფონისტი

მან გააფორმა არა ერთი სატელევიზიო, რადიო პროექტი და ფილმი, დაუწერა მუსიკა არა ერთ მომღერალს. მისიკარიერის განმავლობაში მან 4 000-ზე მეტი მუსიკალური არანჟირება გააკეთა.

მიშო სულუხია – მომღერალი

საზოგადოებამ იგი პროექტ ,,ვარსკვლავების აკადემიიდან“ გაიცნო. მანამდე იყო ,,ნუცას სკოლა“, შემდეგ კი ,,x-ფაქტორის“ სცენა.

ანანო გელოვანი – ახალგაზრდა დიზაინერი

მოდის ინდუსტრიაში აქტიურად 2017 წლის დეკემბერში გამოჩნდა და მაშინვე წარმატებით მიიპყრო უამრავი ქალბატონის ყურადღება. სხვა დიზაინერებისგან მას საკუთარი ხელნაკეთი მატერიები გამოარჩევს და მისგან შექმნილი თითოეული ნივთი თუსამოსი არის განსხვავებული, ორიგინალური და თანამედროვე ტენდენციების მატარებელი.

2017 წლიდან აქვს საკუთარი Anano’s Handmade სალონი.

აჩიკო ბერიძე – მომღერალი

ჯგუფი „ალილოს“ წევრი. ვარნის საერთაშორისო ფესტივალის გრან-პრის მფლობელი. წლების მანძილზე იყო ანსამბლ „ლაშარის“, ტრიო „ქალაქურისა“ და „აკორდის“ წევრი. აგრძელებს სოლო კარიერას.

გურამ ბაღდოშვილი – შეფ-მზარეული

გურამ ბაღდოშვილი საკმაოდ პოპულარული მზარეულია საქარტველოსა და პორტუგალიაში. იგი 15 წელი პორტუგალიის მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორნების შეფ-მზარეული იყო.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ ყველაზე რეიტინგული კულინარიული გადაცემის „ჩემი სამზარეულოს წესები“ ჟიურის წევრი და წამყვანი გახლდათ.

2018 წელს გურამ ბაღდოშვილი “Gault&Millau Georgia“-მ დაასახელა წლის საუკეთესო შეფ-მზარეულად.

ჰენრი მაჭავარიანი – მხატვარი-ილუსტრატორი

დაიბადა პარიზში, 1920-იან წლებში საქართველოდან ემიგრირებული ქართულ ოჯახში. იგი გახდა თავისუფალი ილუსტრატორი, რომელიც ქმნიდა ნამუშევრებს მრავალი რედაქციისა და სარეკლამო სააგენტოსთვის. მისი ნამუშევრები მრავალჯერ დაჯილდოვდა პრესტიჟული ნომინაციებით და გამოიფინა მილანში, პარიზში, ტოკიოში და ჰამბურგში. მის კლიენტებს შორის არიან: Salon International du Pret a Porter Feminin, Sony, France Soil, the Japanese Melsa store chain, theInternational Car Exhibition in Turin, Montedison-Italy, BMW, Woolmark, L’Oreal Hair products, Marie Claire Italy, Joyce (Paris) და მარავლი სხვა.

მარინა ნაცვლიშვილი – დიზაინერ-იუველირი

ქმნის მრავალფეროვან სამკაულებს ვერცხლის, ოქროს და ფერადი ქვებისგან. მისი ყველა ნამუშევარი ექსკლუზივია და არას დროს მეორდება. M.N. Jewelery-ის ბროში ვაშინგტონში, მადლენ ოლბრაიტსის ბროშების მუზეუმშიც შეგხვდებათ დამას ქუვეითის პრინცესაც დიდი სიამოვნებით ირგებს.

დემეტრე (დუტა) სხირტლაძე - მსახიობი და შოუმენი.

ფართო საზოგადოებამ ის ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემიდან „ვის უნდა 20 000“ გაიცნო. მოღვაწეობს თეატრში, გადაღებულია როგორც ქართულ ასევე უცხოურ ფილმებში, ტელეკომპანია იმედზე რამდენიმე პროექტშია ჩართული.

მირიან ჯეჯელავა – ახალგაზრდა მსახიობი, რადიო და ტელეწამყვანი.

მისი მოღვაწეობის დიდი ჩამონათვალი გვარწმუნებს, რომ ის მართლაც მრავალმხრივ ნიჭიერია.