კომპანია „Events Lux” წარმატებულად ჩატარებული ღონისძიების შემდეგ აგრძელებს ციკლს #ShareGeorgian  და პარიზში რამდენიმე საღამოს გეგმავს,  რომელიც ქართული კულტურის, სპორტის  და გასტრონომიის პოპულარიზაციას მიეძღვნება, კერძოდ:

 

Please wait while flipbook is loading. For more related info, FAQs and issues please refer to DearFlip WordPress Flipbook Plugin Help documentation.

  • 2022 წლის 25 სექტემბერს იგეგმება საღამო, რომელიც მსოფლიოში ცნობილ ტიტულოვან ქართველ და ფრანგ სპორტსმენებს, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე წარმატებულ ქართველ და ვეტერან სპორტსმენებს მიეძღვნება. ღონისძიება გაიმართება გემზე “Le Diamant Bleu” ქართული კულტურისა და გასტრონომიის წარმოჩენით.
  • 2019 წელს კომპანიის სამუშაო ჯგუფმა მოამზადა პროექტი, რომელიც წარმოაჩენს აჭარას, როგორც დიდი კულტურული მემკვიდრეობის მატარებელ კუთხეს და ტურისტულად საინტერესო ლოკაციას. პროექტი წარედგინა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს, რომელმაც დაგეგმილი ღონისძიება პანდემიის გამო გადადო. სავარაუდოდ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, ჩვენი კომპანიის ჩართულობით, საღამოს გამართვას 2022 წელს გეგმავს. სასიხარულოა ისიც, რომ 2021 წლის 3 აგვისტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებს, ასევე კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა, რომელიც პირველი და ერთადერთია, როგორც მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობა, ამიტომ UNESCO-ს ჩართულობას ამ პროექტში არ გამოვრიცხავთ.